ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზა გუშინ გამთენიისას წაიღო, მოძრაობა აღდგა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განუცხადა.
პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სამუშაოები გაგრძელდება.
რაც შეეხება გარესამყაროს მოწყვეტილ სამ სოფელს, დურაში, ტვიბი და საყდარი, მათთან დაკავშირება უკვე ხდება, თუმცა მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს სამუშაოები.