ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ8-კმ24 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.