ლენინის დაბადების დღეს მოსკოვში მდებარე ძეგლზე დაამონტაჟეს პლაკატი წარწერით, „ექვემდებარება დემონტაჟს“
ლენინის დაბადების დღეს მოსკოვში მდებარე ძეგლზე დაამონტაჟეს პლაკატი წარწერით, „ექვემდებარება დემონტაჟს“.
რუსული მედიის ცნობით, აქციის ორგანიზატორები პროექტ „დეკომუნიკაზციას“ მონაწილეები არიან. როგორც ისინი აცხადებენ, ლენინის დაბადების დღეს მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გაათავისუფლონ ქვეყანა სახელმწიფო ტერორის მომწყობი ფუნქციონერების ძალებისგან“.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „ლენინის, სტალინის, კიროვის ან ძერჟინსკის ყველა მონუმენტი, სახელმწიფოს ძალადობისთვის გასამართლებლად დადგმული ძეგლია“ .