„ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუხში აქცია გამართეს
რუხში პარტია „ლელოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გასული წლის 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სიმბოლურად აირჩიეს საოკუპაციო ხაზი.
„ლელო“ სამეგრელოს ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც იდგა იქ, დაზარალდა და გამოხატა თავის ნება და სურვილი. ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ახალი ძალა, ახალი ადამიანები და ახალგაზრდობა ყოველთვის იქნება წყარო ხელისუფლებისა და მათი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით შეცვალო არჩევნების გზით ხელისუფლება. წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ვერ ჩაახშობენ ამ ნებას. დღევანდელი დღე შეხსენებაა, რომ თავი დაანებონ ოკუპანტების მხარდაჭერას და მხარი დაუჭირონ საქართველოს ნათელ მომავალს“, – განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა ორგანიზაციის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ახვლედიანმა.
საპროტესტო აქცია „ლელოს“ წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მსვლელობით დაიწყეს და ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულეს.