„ლელოს“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა [ვიდეო]
„ლელოს“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია დღეს იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა.
დეპუტატობის კანდიდატმა, გადმოხტომამდე მიმართვა გააკეთა, სადაც ისაუბრა ლელოს „მარშალის გეგმაზე“, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და რუსთავში სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.
„ჩემი ამ ქმედებით მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „ლელოს“ აქვს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ყველაზე ამბიციური და ქმედითი გეგმა. ახალგაზრდულ ინიციატივებს უნდა ეწყობოდეს ხელი მაქსიმალურად სწორი პოლიტიკის მეშვეობით. იაღლუჯი გაცოცხლდება, იაღლუჯი გახდება ძალიან მაგარი დასასვენებელი სივრცე და არა ის ხრიოკი სივრცე, როგორიც დღეს არის“,- განაცხადა გეგელიამ.