პარტია „ლელოს“ ლიდერები მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი დღეს წნორში კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ლელოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„მადლობა ნანა ბაგალიშვილს, „ცოდნის კაფეს” და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის.
შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა.
საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.