„ლელოს“ ლიდერები კიევის მერს შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ვიტალი კლიჩკოს ქართველი ხალხის თანადგომა დაუფიქსირეს და დახმარება აღუთქვეს.
„საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც დღის წესრიგშია. ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც კიევი დგას. „ლელოს“ ლიდერები ვიტალი კლიჩკოს სხვადასხვა მიმართულებით ჰუმანიტარული მისიების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედაზე ლელოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ უსურვეს კიევს და მთლიანად უკრაინელ ხალხ გამარჯვება, რომელიც საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნულია „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.