უკრაინაში „ლელოს“ ლიდერების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. „ლელოს“ ლიდერები პარტია „გოლოსის“ თავმჯდომარეს, კირა რუდიკს შეხვდნენ.
პარტია „გოლოსის“ თავმჯდომარე ასევე არის ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი, რომლის წევრიცაა პარტია „ლელო“.
„ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, გენმდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა და საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ უკრაინელ კოლეგას პირადად დაუფიქსირეს ქართველი ხალხის თანადგომა.
„შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება. „ლელოს“ ლიდერებმა დააფიქსირეს მზაობა და სრული ჩართულობა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ასევე, ლიდერებმა დეტალურად იმსჯელეს პარტიების, „გოლოსისა“ და „ლელოს“ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“, – აღნიშნულია „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.