„ლელოს“ ხუთი წევრის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 14 აპრილს გამოაცხადებს
პარტია „ლელოს“ ხუთი წევრის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 14 აპრილს გამოაცხადებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ლელოს“ წევრების თქმით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ „ლელოს“ წევრები წარწერების გაკეთებას აპირებდნენ პარლამენტთან აქციის დროს, თუმცა, მათივე თქმით, ამის დამადასტურებელი შესაბამისი მასალა სამართალდამცველებმა ვერ წარადგინეს.
მათი შეფასებით, ეს იყო პოლიტიკური დაკავება.
პარტია „ლელოს“ წევრებს შსს ედავება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ისინი 19 თებერვალს პარლამენტთან გამართული აქციის დროს დააკავეს.