პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.
ამის შესახებ გორში მიმდინარე საარჩევნო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
„ძალიან დიდი სიამაყით, პატივისცემით მინდა გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ მოძრაობას, დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა. უერთდება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, ადამიანი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო, პრაქტიკულად, ოპოზიციაში. ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ინსტიტუტი და ინსტიტუტები, რომ არ მოქცეულიყო ვიღაცის გავლენის ქვეშ. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი ადამიანი, რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილის წარდგენისას.