„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრი გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დააჯარიმეს
„ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრი, ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
პარტიის წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მისივე განმარტებით, დაჯარიმებული პირები თანხის გადახდას არ აპირებენ და გასაჩივრებას გეგმავენ.
„ელემენტარულ კითხვებზე, როგორ დადგინდა ე.წ. სამართალდარღვევა, რა დროს ჩაიდინა, ამ კითხვებზე პასუხი, დეტალები, მტკიცებულებები არ არის, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ“,- აღნიშნა კახა კოჟორიძემ.