„ლელოს“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს
„ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „ლელო ადამიანის დასაცავად“.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი „ლელო საქართველოსთვის“ მხარდამჭერებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების მხრიდან გუშინწინ „ლელოს“ ერთ-ერთ აქტივისტზე, გიორგი გლუნჩაძეზე თავდასხმა განხორციელდა, რაც, მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროვოკაციული ნაბიჯია.
პარტიის წევრების თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები აღიარებაა, რომ „ლელო“ „ქართული ოცნების“ ალტერნატიული ძალაა.