„ლელომ“ თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა, რომელსაც საბა ბუაძე უხელმძღვანელებს
„ლელომ“ თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა. თბილისის ორგანიზაციას საბა ბუაძე უხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილება 300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო.
ოპოზიური გაერთიანების წევრებმა უკვე დააკომპლექტეს მმართველი საბჭო. ის 12 წევრისგან შედგება.
„დღეს ვატარებთ თბილისის კონგრესს. „ლელოს“ წევრებისგან იქნება არჩეული საბჭო. უკვე იქნა არჩეული თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძე. დღევანდელი კონგრესი ეძღვნება ერთ მთავარ თემას, როგორ დავიბრუნოთ ქალაქი თბილისი. როგორ დავუბრუნოთ ის თბილისელებს და როგორ შევქნანთ ქალაქში ის მდგომარეობა, სადაც აქ მაცხოვრებელი ადამიანები თავს იგრძნობენ ბედნიერად. თუმცა, ეს არის ერთი ნაწილი. ჩვენ დასაბრუნებელი გავქვს სამშობლო, დასაბრუნებელი გვაქვს საქართველო და სწორედ დღევანდელი კონგრესით „ლელო“ იწყებს საკმაოდ აქტიურ კამპანიას, რადგან მომავალ წელს ჩვენ გველოდება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში თუ ვიქნებით რუსეთის იმპერიის ნაწილი. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს შეიძლება, მოხდეს ხვალ, ზეგ, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ რუსეთის საკმაოდ სერიოზული აგრესის ქვეშ და სწორედ ამ ბრძოლას ეძღვნება „ლელოს“ კონგრესი, ჩვენი მომავალი ყრილობა, რომელიც დეკემბერში ჩატარდება და ყველა ჩვენი ძალისხმევა ამისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი და თავისუფალი სამყაროს, ევროკავშირის ნაწილი“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.