„ლელომ“ სასამართლოში დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
„ლელომ“ თბილისი საქალაქო სასამართლოში დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმად, კომისიამ პარტიის მიერ შეტანილი სარჩელები არ განიხილა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან სამუშიას თქმით, სარჩელის მიხედვით, პარტია ითხოვს, რომ საქალაქო სასამართლომ გააბათილოს დიდუბე-ჩუღურეთის საოლქოს გადაწყვეტილება, რათა კომისიამ თავიდან განიხილოს სარჩელები.
მისი თქმით, ოლქში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა მაგ შორის არ იყო დაცული ბალანსი.
„ვასაჩივრებთ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს. „ლელო“ ასაჩივრებს ყველგან, მასობრივად არის დარღვევები. მე დღეს შევიტანე დიდუბე- ჩუღურეთის ოლქთაბ დაკავშირებით სარჩელი. 99 უბანი იყო ამ ოლქში და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა. საოლქო კომისიას მივმართეთ რომელმაც საჩივარი დატოვა განუხილველად, არც იმსჯელა. სასამართლოს ვთხოვთ ამის ბათილად ცნობას და დაავალოს საოლქოს რომ ჩვენი საჩივრები ხელახლა განიხილოს. წარმოუდგენელი რამ ხდება. ამ გაყალბების მასშტაბების წარმოდგენაც არ შეიძლებოდა. 88-ზე რომ ბალანსი არ ჯდება და ეს კარუსელები როა. როგორც ჟვანიას იმედი არ გვაქვს, ასევე მურუსიძეების იმედი არ გვაქვს. ვნახოთ, „ქართული ოცნება“ რას ეტყვის ამ ფილიალს. წარმოუდგენელი იყო რაც ოლქმა გააკეთა – რომ არ განიხილა, თითქოს ჩვენი წარმომადგენლები არ ყოფილან უფლებამოსილი პირები, თან მათ მიერ დანიშნულები. ეს ყურით მოთრეული მიზეზია“, – განაცხადა სამუშიამ.