„ლელო“ რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებას აგრძელებს. თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის გამგეობების არჩევნების შემდეგ, „ლელოს“ პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა დღეს ხაშურში.
კონფერენციას პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როგორც ორგანიზაციის დაფუძნება, ასევე ლიდერების არჩევა შიდა პარტიული დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
„ხაშურში ტარდება კონფერენცია. არჩევა მიდის ქვემოდან-ზემოთ პრინციპით. ეს არის გაგრძელება იმ კონფერენციების, რომელიც დავიწყეთ თბილისში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პარტიის წევრები თავად ირჩევენ ლიდერებს. ენერგია, ახლის ძიების სურვილი არის მამოძრავებელი, რაც იყო ხაშურში და იქნება მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს არის მაგალით, როგორ უნდა იყოს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ შექმნილი პარტია, რომელიც მომავალში ასახვას ჰპოვებს ქვეყნის მართვაში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
შიდა ქართლის შემდეგ, პარტია რეგიონულ კონფერენციას აჭარაში გამართავს.