„ლელომ“ აჭარაში მუნიციპალიტეტების პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „ლელო საქართველომ“ აჭარაში მუნიციპალიტეტების პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბათუმის საკრებულოს პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე დაასახელა.
ამასთან, „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაში ასევე არიან: ვაჟა დარჩია; ეკატერინე დავითაძე; ალექსანდრე ფიფია; დავით მიქელაიშვილი; ზიმლარ ბერიძე; დავით მამულაძე; გიორგი გეგეშიძე; შორენა ჩიქოვანი; რაულ პაქსაძე.
რაც შეეხება ქობულეთის საკრებულოს, „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება სალომე ზაქარიაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატი ახალშენისა და ფერიის ოლქში – დიანა აიოზბა, ქედის საკრებულოს „ლელოს“ სიის პირველი ნომერი – გოჩა ჟღენტი, შუახევის საკრებულოში პარტიული სიის პირველი ნომერი – ზვიად დიასამიძე, ხულოში კი – ბესიკ შაინიძე.
მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციასთან შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგინა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ექვს მუნიციპალიტეტში „ლელოს“ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.
კერძოდ, ხიმშიაშვილის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის საკრებულოში იქნება გენო თებიძე, „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთიდან, მუნიციპალიტეტის წყავროკა, ლეღვა, ქაქუთის ოლქში – ბეგი ტაკიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ოლქში – ჯემალ შარაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ოლქში – რომან ბედინაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევის მუნიციპალიტეტის წყალსაყარის თემში – გიორგი ჯაყელი.