„ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიოს
„ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოიწვიოს.
სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწვევის უფლება შალვა პაპუაშვილს აქვს.
დეპუტატის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ინტერესებში შედის, რადგან უკრაინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ერთად გადიან.
სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურმა მხარეებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და პარტიული დაპირისპირება გვერდით გადადონ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველომ უკრაინასთან ერთად უნდა გაიკვალოს გზა და არ უნდა არსებობდეს კითხვები, სად დგას დღეს საქართველო.