„ლელო“ - მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები, დასაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი
პარტია „ლელო“ თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მოუწებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები
„ლელო-საქართველოსთვის“ კატეგორიულად მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასჯილ იქნას ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი.
სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები. ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.
თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ. ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს. ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ეს კი ნიშნავს ტიპური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში. ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება. შედეგად ვიხილეთ – არასამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება, დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.