„ლელო“ - ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა
ბათუმში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ახალი პოლიტიკური სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობა; სადაც, პოლიტიკის იარაღი სიტყვა, არგუმენტები და გუნდური ძალისხმევაა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ლელოს“ განცხადეში, რომლითაც პარტია ბათუმში დღეს მომხდარ ინიციდენტს ეხმაურება.
„ჩვენთვის, „ლელოს“ გუნდისთვის, რომელიც მომხრეა და თავად ამკვიდრებს ახალ ღირსეულ პოლიტიკურ სტანდარტებს ქართულ რეალობაში, კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა, რაც არ უნდა გახდეს ჩვეული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ასევე, კარგად გვახსოვს სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილზე თავდასზმა, რომლის შემოქმედიჩ ქართული ოცნების აქტივისტი და გორის მერიის თანამშრომელი(საჯარო მოხელე) იყო, თუმცა, აღნიშნული ფაქტი მერიის რეაგირების გარეშე დარჩა. ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკის მსგავს, მიუღებელ პრაქტიკას და ვამკვიდრებთ ახალი, ღირსეული ოპონირების პოლიტიკურ სტანდარტს“, – აღნშნულია „ლელოს“ განცხადებაში.
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.