ლუსტრაციის საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „ლელო“ პარლამენტში ცვლილებების ახალ პროექტს წარადგენს
ლუსტრაციის საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „ლელო“ პარლამენტში ცვლილებების ახალ პროექტს წარადგენს

„ლელოს“ საპარლამენტო გუნდი ე.წ. ლუსტრაციის საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტის ფარგლებში, პარლამენტში ცვლილებების ახალ პროექტს წარადგენს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ახალი მუხლის დამატებას გულისხმობს.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, „ლელოს“ მიერ ინიცირებული ცვლილებები გულისხმობს, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვაგვარ ცვლილებებს.

„ეს ცვლილებების ოკუპანტის სიმბოლიკის აკრძალვას – რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან, რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის პოპულარიზაცია, განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის, წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების, Z და V სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარება, გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას ან და პატიმრობას“, – განცხადა სამადაშვილმა.

პროექტი ორშაბათს, ბიუროს სხდომას წარედგინება.