„ლელო“ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ ტრანსატლანტიკური კომისიის დოკუმენტს შეუერთდა
„ლელო“ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ ტრანსატლანტიკური კომისიის დოკუმენტს შეუერთდა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შემოთავაზების საპასუხოდ, „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს“ შეუერთდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია „სანდო არჩევნების ტრანსატლანტიკური კომისიის“ მიერ, რომელიც 2018 წელს დაარსდა რასმუსენის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის, მექსიკის პრეზიდენტის ფილიპ კალდერონის, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ილვესის და სხვა აღიარებული ლიდერების მიერ.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დოკუმენტის ქვაკუთხედია პრინციპი – „არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას“.  მათივე თქმით, ამ ნაბიჯით „ლელო“ თავის წვლილს შეიტანს სიცრუის, დეზინფორმაციის და პირადი ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ძალისხმევაში.

„არჩევნებში მონაწილეობისას არ დავეხმარებით და არ წავაქეზებთ მათ, ვინც ცდილობს ავნოს დემოკრატიას, კერძოდ: არ დავამზადებთ, არ გამოვიყენებთ და არ გავავრცელებთ ცრუ და ყალბ, ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებულ პირადი ხასიათის ან მოპარულ მონაცემებს და მასალას, დეზინფორმაციის ან პროპაგანდის მიზნებისთვის.

თავიდან ავიცილებთ ცრუ აუდიო, ვიდეო ან ფოტო, მათ შორის ფეიქ-ტექნოლოგიით დამზადებული მასალების გავრცელებას, რომლებიც ყალბად განასახიერებენ არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს.

გამჭვირვალეს გავხდით ბოტური ქსელების გამოყენებას საარჩევნო მასალების გავრცელებისთვის. მოვერიდებით ოპონენტებზე თავდასხმას ამ ქსელების, მესამე მხარეების და მარიონეტების საშუალებით.

აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად და კიბერშეტევების დროულად ამოცნობის და თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თანამშრომლების ჩავუტარებთ სწავლებებს მედია წიგნიერების საკითხებსა და რისკების გაცობიერებაში.

გამჭვირვალეს გავხდით ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რაც დღეიდან, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლელოს“ სახელმძღვანელო პრინციპებიც გახდა.