„ლელო“- არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით, ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, გავიმარჯვებთ სახელოვნად
„ლელო“- არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით, ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, გავიმარჯვებთ სახელოვნად

არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით. ჩვენ დავიცავთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც დღეს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ დაარღვია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში აცხადებენ, რუსული მთავრობა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.

„ჩვენ ვწერთ ისტორიას, ვქმნით საქართველოს, სადაც რაშიზმის ადგილი არ არის. ეს არის იმ გზის დასაწყისი, რომლის ბოლოც 26 ოქტომბერს საქართველოს, ქართული მომავლის გამარჯვებით დასრულდება. „ლელო“ ემზადება არჩევნებისთვის. ბრძოლა ქუჩაში გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება. ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ და ბიძინას იმედები, რომ ჩვენი ენერგია გაიფლანგება, უნდა იქცეს მის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად. ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა, გახდეს ამ ბრძოლის პოლიტიკური შემადგენელი. პოლიტიკა არის ის, რაც ხდება ახლა რუსთაველზე და არა ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეუქცევადია. ჩვენ ვართ ევროპული კულტურის, ევროპული წარსულისა და მომავლის ერი, და აწმყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს შექმნა, აუცილებლად შეიცვლება ღირსეული, ევროპული მომავლით, რომელსაც ახლა რუსთაველზე მდგომი ადამიანები ქმნიან. არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით. ჩვენ დავიცავთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც დღეს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ დაარღვია. ქართველ ხალხს აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვიცით, რომ მათი რეაქცია იქნება მწვავე. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ამ ბრძოლაში მარტო. ჩვენს ქვეყანას 84 მოღალატე საბჭოთა კავშირში ვერ დააბრუნებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ასიათასობით მარო მაყაშვილი იბრძვის. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.