ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ანდერძის მიხედვით ის დედის გვერდით დაიკრძალა.
გამოსამშვიდობებელი სიტყვა კინომცოდნე გოგი დოლიძემ, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და სხვა ხელოვანებმა წარმოთქვეს.
მსახიობი ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს. ქართული კინოს ისტორიაში ერთ ერთი გამორჩეული მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში 14 საათამდე მიმდინარეობდა