ლეიკერსის მეორე წაგება და ლებრონ ჯეიმსის პირველი დანკი ახალ გუნდში [ვიდეო]
ლეიკერსის მეორე წაგება და ლებრონ ჯეიმსის პირველი დანკი ახალ გუნდში [ვიდეო]

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ მეორე წინასასეზონო მატჩი ჩაატარა – ისევ საკუთარ მოედანზე, ისევ „დენვერთან“ და ამჯერად – 111:113 წააგო.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ნაგეტსის“ მძიმე ფორვარდი – მეისონ პლამლი გახდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. ლებრონ ჯეიმსმა 14 წუთი და 39 წამი ითამაშა და 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა.

„მეფემ“ ამ მატჩში „ლეიკერსის“ ფორმით თავისი პირველი „დანკი“ შეასრულა.


სულ გასულ სათამაშო დღეს ხუთი მატჩი გაიმართა:

შარლოტი-მაიამი 122:113
25:34, 33:29, 30:19, 34:31
შ: უოკერი (18+6 მოხსნა+5 პასი), ერნანგომესი (16+10 მოხსნა), ზელერი (15), ბრიჯესი (14), უილიამსი (12).
მ: ოლინიკი (18), უაიტსაიდი (14+15 მოხსნა), დრაგიჩი (12), მაკგრუდერი (12).

ბოსტონი-კლივლენდი 95:102
19:32, 21:27, 29:25, 26:18
ბ: სმარტი (15), მორისი (14), ბრაუნი (10).
კ: ლავი (17), სექსტონი (15), კლარკსონი (12), ნვაბა (12), ოსმანი (11+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-მემფისი 131:115
31:32, 33:27, 36:25, 31:31
ჰ: პოლი (22+9 პასი), ჰარდენი (20+6 პასი), კარტერ-უილიამსი (19), ენტონი (13), გორდონი (13).
მ: კონლი (16), ჯექსონი (15), პარსონსი (12+5 მოხსნა), ანდერსონი (12).

იუტა-ტორონტო 105:90
31:25, 18:33, 34:20, 22:12
ი: ინგლსი (24), რუბიო (15), გობერი (13+10 მოხსნა), მიტჩელი (12).
ტ: ვალანჩუნასი (18+9 მოხსნა), ლეონარდი (17+5 მოხსნა), იბაკა (11).

ლეიკერსი-დენვერი 111:113
33:26, 26:22, 25:30, 27:35
ლ: მაკგი (15+8 მოხსნა), ჰარტი (14), ჯეიმსი (13), რონდო (11+7 პასი).
დ: პლამლი (23), იოკიჩი (20+6 მოხსნა), ბიზლი (15), ლაილზი (12+5 მოხსნა+6 პასი), მორისი (12), სლოუნი (12).