ლეიბორისტული პარტიის წევრი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე სიმბოლურად, საწვავის 20 ლიტრიანი ბიდონით გამოცხადდა . მან გუბერნატორის ადმინისტრაცია დიდი ოდენობით საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
,, გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმდინარე წელს 40 ათას ლიტრ ბენზინს შეისყიდის, რაც 80 ათას ლარს აღემატება, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ხელთ მაქვს. მაშინ, როდესაც კახეთში, საწვავის უქონლობის გამო ბევრ გლეხს სასოფლო სამეურნეო მიწები ვერ დაუმუშავებია, რა საქმე აქვს გუბერნატორს ისეთი, ამდენ საწვავს რომ საჭიროებს. დედამიწას სამჯერ შემოუვლის,, -აცხადებს ვარდოშვილი
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნინო უტიაშვილი აცხადებს, რომ ლიმიტი არ გაზრდილა და თანხის ზრდა საწვავის ტარიფების ზრდას უკავშირდება.