„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა პარლამენტთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს.
როგორც ისინი ამბობენ, „დღეს პარლამენტარიზმი გარდაიცვალა“.
„იგი მოკლა დიქტატორმა ივანიშვილმა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა საბჭოთა ჩრდილო კორეული ტიპის პოლიტბიურო. ეს დაწესებულებაა, რომელიც დღეიდან პარლამენტად არ შეიძლება, იწოდებოდეს, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ბრძოლით გაზაფხულზე გავაცოცხლებთ პარლამენტს“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.