„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ. როგორც პარტიის ოფისში შეკრებილი პოლიტიკოსები ამბობენ, დაანონსებულ აქციამდე ერთი დღით ადრე შეკრების მთავარ მიზანს გეგმებზე უფრო დეტალურად ჩამოყალიბება და არსებული სტრატეგიის კიდევ ერთხელ გავლა წარმოადგენს.
„ხვალ იცით, რომ 19:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, ზოგი რესპუბლიკის მოედანზე. მოეწყობა პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება. ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი და არა ძალადობრივი. ეს მშვიდობიანი კამპანია წინააღმდეგობის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ შეისმენს ხალხის ძახილს, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების მიტაცება აღვკვეთოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.