ლეგიონ „აზოვის“ წარმომადგენელი - როგორც ვიცი, „აზოვსტალიდან“ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია
ლეგიონ „აზოვში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირები არ იმყოფებიან.
აღნიშნულის შესახებ „აზოვის“ დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკომ განაცხადა.
„აზოვსტალში“ 100 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია არ არის დადასტურებული. ამ დროისთვის, როგორც ვიცი, ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია“, – განაცხადა სამოილენკომ.
ამასთან, სამოილენკომ აღნიშნა, რომ ქარხანაში ჯერ კიდევ ბევრი დაჭრილია, რომლებიც ევაკუაციას საჭიროებენ. მის თქმით, ისინი ყოველდღიურად განიცდიან დანაკარგებს, აქვთ ძალიან შეზღუდული რესურსები და შესაბამისად, ყოველი დღე მათთვის შეიძლება, ბოლო იყოს.