ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ
ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ

ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს ვიდეო.

„ფართომასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, ალყის პირობებში, მიუხედავად ძალიან რთული სიტუაციისა, ტყვია-წამლის ნაკლებობისა და ბევრი დაჭრილის მიუხედავად, „აზოვის“ მებრძოლები კვლავ დევნიან რუს სამხედროებს ქარხანა „აზოვსტალში“ ოკუპანტების მიერ დაკავებული პოზიციებიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.