ლეგენდარულმა მარტინა ნავრატილოვამ კიბო დაამარცხა #1TVSPORT
ლეგენდარულმა მარტინა ნავრატილოვამ კიბო დაამარცხა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, მარტინა ნავრატილოვამ კიბოს ავადმყოფობა დაამარცხა. ამის შესახებ მან პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა: „რამდენადაც ექიმებისთვის არის ცნობილი, მე კიბო აღარ მაქვს“.

66 წლის ჩოგბურთელმა აღიარა, რომ მკურნალობა ყველაზე რთული გამოცდა იყო მის ცხოვრებაში. ყოფილ სპორტსმენს კიდევ მოუწევს რამდენიმე კვირა სხივური თერაპიის გავლა, მაგრამ მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით.

2022 წლის ნოემბერში ნავრატილოვამ შეამჩნია, რომ ყელის არეში ლიმფოკვანძი ჰქონდა გადიდებული. საავადმყოფოში მას ხორხისა და მკერდის კიბოს ადრეული სტადია დაუდგინეს.

მარტინა ნავრატილოვა პროფესიულ ჩოგბურთს 1975-2006 წლებში თამაშობდა. მან ერთეულებში – 167 და წყვილებში 177 ტიტული მოიგო. ორივე მიღწევა ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია ქალებსა და მამაკაცებში.