მარტინა ნავრატილოვა ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა
მარტინა ნავრატილოვა ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროს გახლეჩის მცდელობაში დაადანაშაულა, თან ყველაზე არაშესაფერის დროს. ნავრატილოვას პრეტენზიის საბაბი გახდა სერბის გასვლა ATP-ის მოთამაშეთა საბჭოდან და მის მიერ ჩოგბურთელთა პროფესიული ასოციაციის (PTPA) დაარსება.

„PTPA-ს დაარსების გადაწყვეტილება უსარგებლოა. ჯოკოვიჩს ეს საქმე კარიერის დასრულების შემდეგ უნდა წამოეწყო. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საკამათო გადაწყვეტილებაა. პანდემიის დროს, უნდა ვცადოთ გაერთიანება და ერთად მოვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ და ჩავატაროთ ტურნირები. ის კი ჩოგბურთის ორ ნაწილად გახლეჩას ცდილობს.

ნოვაკი ფიქრობს, რომ სწორად იქცევა. მე ამას არ ვეთანხმება, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ამან აშკარად არ გააუმჯობესა მისი შედეგები. როცა საკუთარ თავს მთლიანად სპორტს უძღვნი და ჩემპიონი ხარ, ამისთვის ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება. იქნებ, უკეთესი იყოს, თუ ჯოკოვიჩი ტელევიზორს შეხედავს, ხეზე კვეთით ან ქსოვით დაკავდება?!“ – მოჰყავს ნავრატილოვას სიტყვები გამოცემა Irish Times-ს.