მარტინა ნავრატილოვას ტრანსფობიაში ადანაშაულებენ
მარტინა ნავრატილოვას ტრანსფობიაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სპორტსმენების უფლებებს იცავს, ჩოგბურთის ლეგენდა მარტინა ნავრატილოვასთან კავშირი გაწყვიდა. ამის მიზეზი ვეტერანი სპორტსმენის მიერ ტრანსგენდერი სპორტსმენების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა.

დიდი სლემის 18-გზის გამარჯვებულმა ნავრატილოვამ განაცხადა, რომ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში გამოსვლის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ, რადგან იქ მათ უსამართლოდ დიდი ფიზიკური უპირატესობა აქვთ.

ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ ამ კომენტარს ტრანსფობიური უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი მოსაზრებები მითების გაძლიერებას უწყობს ხელს.

„მამაკაცს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ცოტა ხნით „გახდეს“ ქალი, მიიღოს ჰორმონები, თუ ეს საჭიროა, მოიგოს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, დაგროვოს დიდი ქონება, შემდეგ კი შეცვალოს გადაწყვეტილება და ისევ ბავშვების გაკეთებით დაკავდეს“, – განაცხადა ნავრატილოვამ, რომელიც წლების განმავლობაში იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს და თავადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანია. – „ეს არანორმალურია და თაღლითობაა. მე პატივს ვცემ ყველა ტრანსგენდერ ქალს, მაგრამ მათ ვერ შევეჯიბრები. ეს სამართლიანი არ იქნება“.

მარტინა ნავრატილოვამ თავისი ბისექსუალობის შესახებ ღიად პირველად 1981 წელს ისაუბრა.