ლეგენდარული ბრიტანელი მძლეოსანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა #1TVSPORT
ბრიტანელმა მორბენალმა, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მო ფარამ ვერ შეძლო ოლიმპიური ნორმატივის შესრულება 10 ათას მეტრ დისტანციაზე და ვერ მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური.
ქალაქ ბირმინგემში გაიმართა 10 ათას მეტრზე რბენაში ევროპის თასის გათამაშება. ფარა მხოლოდ მერვე მივიდა ფინიშთან შედეგით – 27 წუთი და 50 წამი. ოლიმპიური ნორმატივი შეადგენს 27 წუთსა და 28 წამს.
ეს მო ფარას პირველი წაგებაა 10 ათას მეტრ დისტანციაზე 2011 წლის შემდეგ. ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, ბრიტანელს 29 ივნისამდე უნდა გადაელახა ოლიმპიური სტანდარტი ოფიციალურ ტურნირებში.