ლეჩხუმში მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან
ლეჩხუმში მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან

ლეჩხუმში მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ლენჩხუმში ამ დრომდე ნაწილობრივ გარესამყაროს მოწყვეტილად რჩება სოფელ ღუს მკვიდრი 10 ოჯახი.

მოსახლეობასთან კონტაქტი საურმე გზითაა შესაძლებელი.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ვიდრე არ გამოიდარებს, შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია. მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ უხვი ნალექის შედეგად განვითარდა.