ლებრონი ოთხ ვარიანტზე ფიქრობს - „უორიორზი", „როკეტსი", „სიქსერზი" ან „სელტიქსი"
„კლივლენდის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მიმდინარე წლის ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას გეგმავს.
როგორც ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველები ამტკიცებენ, 33 წლის კალათბურთელი ოთხ კლუბთან აპირებს შეხვედრას – “გოლდენ სტეიტთან“, “ჰიუსტონთან“, “ფილადელფიასთან” და “ბოსტონთან”.
ამ ოთხიდან “ფილადელფიაა” ერთადერთი გუნდი, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ჯეიმსის გაფორმება თავისუფალი აგენტის სტატუსით. დანარჩენ სამს კი უკვე აქვთ მაქსიმალური კონტრაქტები და ეს ხელს შეუშლის, ლებრონთან სამი ან მეტი წლით გააფორმონ ხელშეკრულება.