„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების საზაფხულო შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, – იტყობინება ESPN.
მინი-შეკრება, რომელიც 25-27 ივლისს ჩატარდება, მოთამაშეების აშშ-ის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელთან გრეგ პოპოვიჩთან პირველი შეხვედრა იქნება.
ჯერ კიდევ უცნობია, აპირებს თუ არა ლებრონ ჯეიმსი ნაკრებში თამაშს და 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას. 2016 წელს, მან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა გამოტოვა. ასევე, უარი თქვა სამდღიანი შეკრების გავლაზე „გოლდენ სტეიტის“ მცველმა სტეფ კარიმ. მან ოჯახთან დროის გატარება ამჯობინა, მით უმეტეს, რომ ახლახან, მესამე შვილი შეეძინა.