ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2018-2019 წლების სეზონის დებიუტანტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მათ თავიანთი საყვარელი კალათბურთელი უნდა დაესახელებინათ.
Clutch Points-ის ინფორმაციით, ახალბედათა 29 პროცენტი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდ ლებრონ ჯეიმსს ანიჭებს უპირატესობას. მეორე და მესამე ადგილი 9 პროცენტით გაიყვეს „გოლდენ სტეიტის“ მცველებმა – სტივენ კარიმ და კევინ დურანტმა.
მეოთხე ადგილი ოთხ კალათბურთელს შორის გაიყო – „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო, „ოკლაჰომას“ მცველი რასელ უესტბრუკი, „ჰიუსტონის“ მცველი კრის პოლი და დუეინ უეიდი, რომელიც უკლუბოდაა. მათ ხმების 6-6 პროცენტი მიიღეს.
ლებრონ ჯეიმსმა შარშანაც მოიგო ეს გამოკითხვა ხმების 31 პროცენტით.