მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ელექტრონული სპორტის League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატი კორეული გუნდი Samsung Galaxy-ს გამარჯვებით დასრულდა.
ფინალური წყვილი 2016 წლის შემდეგ არ შეცვლილა – გადამწყვეტ შეხვედრებში ერთმანეთს კვლავ ორი კორეული მონსტრი SKT T1 და Samsung დაუპირისპირდნენ.
SKT-ს გუნდის არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის სტადიაზე არც ერთი გათამაშება არ ჰქონდა წაგებული, მათ წელს ნახევარფინალში ჩინური “RNG” დაამარცხეს და ფინალშიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მით უმეტეს, რომ მათ მეტოქეს ჯგუფურ ეტაპზე RNG-მ მოუგო.
მოლოდინები არ გამართლდა და Samsung-მა ლეგენდარული Faker-ის გუნდს მარტივად, სამ შეხვედრაში 3:0 სძლია.
ტურნირის საპრიზო თანხა 4,072,101 ა.შ.შ დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს ფონდის 37.5% შეხვდა.