ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ „პარი სენ-ჟერმენთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, – წერს გაზეთი Le Parisien. თუმცა, კლუბებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს.
როგორც ირკვევა, კანტეს სურვილია, ისეთ გუნდში ითამაშოს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის. ეს არის კლუბის შეცვლის ძირითადი მოტივაცია. მაგრამ, ტრანსფერამდე ჯერ დიდი დროა, რადგან „პარი სენ-ჟერმენს“ ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.
Le Parisien მიუთითებს, რომ კანტეს შესაძენად, პსჟ-მ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს – გჟეგოჟ კრიხოვიაკი, გონსალო გედეში, ხესე როდრიგესი, ანხელ დი მარია და ალფონს არეოლა.
გასულ სეზონში, 27 წლის კანტემ 48 მატჩი ჩაატარა „ჩელსის“ შემადგენლობაში, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.