ლაზარე გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა - სიტყვები არ მყოფნის „პროსტა“ ისე მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ხართ
მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ, რომ სწორ მხარეს იბრძვით და ყველაფერს აკეთებთ, რათა ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ, – ასე მიმართა ლაზარე გრიგორიადისმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ახალგაზრდებს ხვდება.
გრიგორიადისის თქმით, ბედნიერია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტია.
„მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ, რომ სწორ მხარეს იბრძვით და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, „პროსტა“ ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ“, – მიმართა ლაზარე გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს.