ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვა
ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, საპატიმრო დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღეს გამოსცა.
თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. 12 აპრილსვე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.