ცნობილმა გერმანელმა ბიატლონისტმა ლაურა დალმაიერმა 25 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
„მძიმე სეზონის შემდეგ, ვეღარ ვგრძნობ ასპროცენტიან სურვილსა და ჟინს, რაც საჭიროა პროფესიულ სპორტში გამოსვლისთვის. აი, რატომ გადავწყვიტე აქტიური კარიერის დასრულება. ამისთვის ხანგრძლივი ფიქრი დამჭირდა.
ბავშვობიდან სრულად მივუძღვენი თავი ბიატლონს, გადავიტანე დიადი მომენტები და გავიცანი შესანიშნავი ადამიანები და გულშემატკივრები, რომელთა გარეშეც ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. დიდი მადლობა იმ წლებისთვის, რომელიც სპორტის ამ სახეობაში გავატარე. მათი წყალობით გავხდი ასეთი. იმისთვის, რომ თავისუფალი ვიყო ახალი თავგადასავლებისთვის, საჭირო გახდა ბიატლონის თავის დახურვა“, – დაწერა „ინსტაგრამში“ ლაურამ.
დალმაიერმა პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო. ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, გარდა ამისა, 2016-17 წლების სეზონში მსოფლიოს თასზე გაიმარჯვა.