ლატვიის თავდაცვის მინისტრი - რუსული არმია კონცენტრირებულია უკრაინაზე, თუმცა პროვოკაციები შეიძლება, ყოველთვის იყოს, მზად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც
ლატვიის თავდაცვის მინისტრი - რუსული არმია კონცენტრირებულია უკრაინაზე, თუმცა პროვოკაციები შეიძლება, ყოველთვის იყოს, მზად უნდა ვიყოთ პროვოკაციებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც

აგრესია უკრაინაში უნდა გაჩერდეს ისე, რომ რუსეთისგან აღარ იყოს აღარსად ომის გაჩაღების საფრთხე, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, არტის პაბრიკისმა საქართველოს პირველ არხს თურქეთში განუცხადა.

როგორც არტის პაბრიკისმა აღნიშნა, ამისთვის მთელი ძალებით უნდა მოხდეს უკრაინისთვის დახმარება.

„როგორც ახლა ჩანს, რუსული არმია მთლიანად კონცენტრირებულია უკრაინაზე და ამ მომენტში ვფიქრობ, შესაძლებლობაც არ აქვთ თავს დაესხნენ მაგალითად საქართველოს, თუმცა პროვოკაციები შეიძლება ყოველთვის იყოს, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვაგვარი პროვოკაციებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს განაცხადს და ევროპულ გზას. ეს იოლად არასოდეს მოდის, ამას დროს სჭირდება, რადგან ევროკავშირი ის ინსტიტუციაა, რომელიც ნელა მოქმედებს თქვენ არ უნდა დაკარგოთ იმედი, გააკეთეთ ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ და ერთ დღეს ეს მომენტი აუცილებლად მოვა“, – განაცხადა პაბრიკისმა.