ლატვიის საშუალო სკოლებში სწავლა მხოლოდ მშობლიურ ენაზე იქნება შესაძლებელი
ლატვიის საშუალო სკოლებში სწავლა მხოლოდ მშობლიურ ენაზე იქნება შესაძლებელი

ლატვიის საშუალო სკოლებში სწავლა მხოლოდ მშობლიურ ენაზე იქნება შესაძლებელი. „განათლების შესახებ კანონში“ შესაბამის ცვლილებებს ხელი ლატვიის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.

როგორც რაიმონ ვიონისმა განაცხადა, ახალი რეგულაცია „საზოგადოებას უფრო მეტად გააერთიანებს და ქვეყანას გააძლიერებს“. მისივე თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს საშუალება ექნებათ მათ იდენტობასთან და კულტურასთან დაკავშირებული საგნები მაინც მშობლიურ ენაზე შეისწავლონ.

ახალი კანონის მიხედვით, საშუალო სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება და 2021 წლამდე დასრულდება. დაწყებით სკოლებში სწავლა ორენოვანი იქნება, თუმცა მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები საგნების 80%-ს ლატვიურ ენაზე შეისწავლიან. მეათედან მეთორმეტე კლასამდე კი სწავლა მხოლოდ ლატვიურ ენაზე იქნება შესაძლებელი.

ლატვიაში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 40%-ი რუსულ ენაზე საუბრობს. ამის გამო ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოუწოდებდა პრეზიდენტს ხელი არ მოეწერა ამ კანონში შესატანი ცვლილებებისთვის.