ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 24 თებერვლამდე მისცეს ვადა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 24 თებერვლამდე მისცა ვადა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
როგორც ლატვიელი დიპლომატი წერს, ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის გამო, ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება – რვა დიპლომატამდე მოსთხოვა, რასაც რუსეთმა ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებით უპასუხა.