ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებას
უკრაინას ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაზემ განაცხადა.
„ეს უკრაინული იარაღია. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებას“, – აღნიშნა ბრაზემ.
ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პროპაგანდაა და სიმართლეს არ შეესაბამება რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ.
„უკრაინასთან კომუნიკაციის პირველივე წამიდან ცხადი იყო, რომ მათი თავდასხმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებისკენაა მიმართული“, – განაცხადა ბრაზემ.