ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინამ ზოგიერთი პარტნიორისგან მიიღო დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ნებართვით
უკრაინამ ზოგიერთი პარტნიორისგან მიიღო დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ნებართვით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პარტნიორებს შორის იარაღის მიწოდებაზე მიდგომები იცვლება.
„არიან ქვეყნები, რომლებმაც უკვე მიაწოდეს იარაღი უკრაინას ასეთი შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ასეთი ქვეყნები ნამდვილად არსებობენ.
“რა თქმა უნდა, ყველაფერი საჯაროდ არ არის გამოცხადებული და კიდევ უკეთესია, ხმამაღლა არ თქვათ გარკვეულ დრომდე. მთავარია გავლენა ბრძოლის ველზე. აქ არის არჩევანი, ან საუბარი რაღაცაზე ხმამაღლა, ან უბრალოდ იმის გაკეთება, რაც უნდა გაკეთდეს” – აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ თუ არის ობიექტები, რომლებიდანაც რუსეთი უტევს უკრაინას, მაშინ უკრაინას საპასუხო მოქმედების უფლება აქვს, თუ ეს ობიექტები მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე.