ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განვიხილავთ მოლდოვის და საქართველოს საკითხებსაც, როგორც ორ მნიშვნელოვან ქვეყანას, სადაც მალე არჩევნები გაიმართება
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განვიხილავთ მოლდოვის და საქართველოს საკითხებსაც, როგორც ორ მნიშვნელოვან ქვეყანას, სადაც მალე არჩევნები გაიმართება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ჩვენ განვიხილავთ მოლდოვისა და საქართველოს საკითხებსაც, როგორც ორ მნიშვნელოვან ქვეყანას, სადაც მალე არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

„გარდა ამისა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების თავმჯდომარე, ინფორმაციის მიწოდებას უწევდა კოორდინირებას. ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ, ასევე, საქართველოსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს საკითხიც განიხილება.