ლატვიის პრეზიდენტი - ვულოცავთ სალომე ზურაბიშვილს, ველოდებით ლატვიასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას
ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
მილოცვა ლატვიის სახელმწიფო მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
„ვულოცავთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ველოდებით ლატვიასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზას“, – ნათქვამია ლატვიის პრეზიდენტის მილოცვაში.