ლატვიის პრეზიდენტი - მოხარული ვიყავით, რომ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენ ღია ვართ საქართველოსთვის 
ლატვიის პრეზიდენტი - მოხარული ვიყავით, რომ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენ ღია ვართ საქართველოსთვის 

ლატვიის პრეზიდენტის ეგილს ლევისტსის განცხადებით, გუშინ ნატო-ს სამიტზე იყო აბსოლუტური ერთსულოვნება, რომ ღია კარის პოლიტიკა დარჩება.

მისივე თქმით, მიესალმებიან სახელწმიფოებს, რომლებსაც სურთ, იყვნენ თავდაცვითი ორგანიზაციის წევრები.

ამასთან, როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ალიანსის წევრები მოხარული იყვნენ, რომ სამიტზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

„გუშინ ჩვენ განვიხილეთ და ჩვენ შორის იყო აბსოლუტური ერთსულოვნება, რომ ღია კარის პოლიტიკა დარჩება. ჩვენ ასევე მოხარული ვიყავით, რომ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ჩვენ ღია ვართ საქართველოსთვის. ჩვენ ასევე ღია ვართ სამომავლოდ უკრაინისთვის. ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა არის ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რადგან ნატო არის თავდაცვითი კავშირი, თავდაცვითი ორგანიზაცია და ჩვენ მივესლამებით იმ სახელწმიფოებს, რომლებსაც სურთ, იყვნენ ამ თავდაცვითი ორგანიზაციის წევრები. ჩვენ კარი ღია გვაქვს. გუშინ ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტიელბა ორ ახალ წევრთან – შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ფინეთს და შვედეთს ჩვენს კავშირში“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.